სომხეთში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სომხეთში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა

17 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ კი 18 033-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 302 ადამიანი გარდაიცვალა, 6 794 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.