ფხენიანში სეულის წარმომადგენლების მიღებაზე უარი განაცხადეს და დემილიტარიზირებულ ზონაში სამხედროების გაგზავნით იმუქრებიან

ფხენიანში სეულის წარმომადგენლების მიღებაზე უარი განაცხადეს და დემილიტარიზირებულ ზონაში სამხედროების გაგზავნით იმუქრებიან

ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა სეულის წინადადებაზე დაძაბულობის მოსაგვარებლად სპეციალური წარმომადგენლების გაგზავნის შესახებ და სამხრეთ კორეის საზღვართან ჯარის დისლოკაციას აპირებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული კრიზისის მოგვარება შეუძლებელია. ის სამხრეთ კორეის ხელისუფლების არაკომპეტენტურობამ და უპასუხისმგებლობამ გამოიწვია. მის გადალახვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა სათანადო ფასს გადაიხდიან“, - ნათქვამია ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში.

რეგიონში ვითარების გამწვავება ჩრდილოეთიდან სამხრეთში გაქცეულების აქტივობამ გამოიწვია, რომლებიც სამშობლოში პროპაგანდისტული შინაარსის ბუკლეტებს აგზავნიან - ბუშტების მეშვეობით ან ზღვით. სეულში, სადაც მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურთ, აქტივისტებს კამპანიის შეწყვეტისკენ უშედეგოდ მოუწოდებენ.

გუშინ ჩრდილოეთ კორეამ თავის ტერიტორიაზე ორ კორეას შორის კავშირის ოფისი ევროკ.გასულ კვირას კი ფხენიანმა სამხრეთ მეზობელთან სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობა შეწყვიტა. ევროკავშირმა ფხენიანის ხელმძღვანლობას თავშეკავებისკენ მოუწოდა.