პუტინის რეზიდენციაში სპეციალური გვირაბი მოაწყვეს

პუტინის რეზიდენციაში სპეციალური გვირაბი მოაწყვეს

ვლადიმერ პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწყობილია სპეციალური სადეზინფექციო გვირაბი, რომელიც გამოიყენება ვიზიტორებისთვის- სავალდებულოა თითოეულმა სტუმარმა აღნიშნულ სადეზინფექციო მოწყობილობაში უნდა გაიაროს პუტინთან შეხვედრამდე- ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი რუსეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

სპეციალური გვირაბი, რომელიც რუსულმა კომპანიამ ქალაქ პენზაში დაამზადა, დამონტაჟდა პუტინის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში მოსკოვის შემოგარენში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ტვიტერზე რია ნოვოსტმა გაავრცელა „გვირაბის“ ამსახველი ვიდეოკადრები, სადაც ასახულია ნიღბიანი ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული მოწყობილობა დეზინფექციას უტარებს ჭერიდან და გვერდებიდან.

დიმიტრი პესკოვმა, პუტინის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტს ხვდება შემოწმებულია აღენიშნება თუ არა მას კოვიდ-19.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 550 000-ს გასცდა, ხოლო 7500 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 241 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე გადის მკურნალობას.