ვირჯილ ვან დეიკი „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. კლუბის ხელმძღვანელებმა ნიდერლანდელ ცენტრალურ მცველთან უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ახალი, 2025 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გაფორმებაზე, რომლის მიხედვითაც მისი ყოველკვირეული ხელფასი 40 ათასით გაიზრდება და ახლანდელი 180-ის ნაცვლად, 220 ათასი ფუნტი იქნება.
აქამდე "ლივერპულში" ყველაზე მაღალი ხელფასი მოჰამედ სალაჰს ჰქონდა, რომელიც ყოველკვირეულად 200 ათას ფუნტს იღებდა.
ვან დეიკი მერსისაიდელებმა 2018 წელს „საუთჰემპტონიდან“ შეიძინეს და მას შემდეგ 28 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, 2019 წელს კი „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა.