არტეტა:

არტეტა: "დარწმუნებული ვარ ობამეიანგი "არსენალში" ძალიან კმაყოფილია"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებ ისაუბრა. ესპანელი დარწმუნებულია, რომ გაბონელი მიმდინარე ზაფხულს გუნდს არ დატოვებს და კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. მან უნდა იგრძნოს თავი ღირებულად, იგრძნოს, რომ ჩვენ გვეკუთვნის და გვინდა, რომ „არსენალში“ დარჩეს. უკიდურესად კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და ქცევით. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვიცი, პირისპირ ბევრი რამის განხილვა შეგვიძლია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან ძალიან კმაყოფილია“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, ობამეიანგს „არსენალთან“ ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. გაბონელმა 2018 წლიდან დღემდე „მეთოფეთა“ მაისურით ჩატარებულ 97 მატჩში 61 გოლი გაიტანა.