დონალდ ტრამპი: თითქმის ერთ მილიონ ადამიანს სურს კარანტინის რეჟიმის შემდეგ ჩემს პირველ მიტინგზე დასწრება

დონალდ ტრამპი: თითქმის ერთ მილიონ ადამიანს სურს კარანტინის რეჟიმის შემდეგ ჩემს პირველ მიტინგზე დასწრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს სურს კარანტინის რეჟიმის შემდეგ მის პირველ მიტინგზე დასწრება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს 20 ივნისს ქალაქ ტალსეში მიტინგი აქვს ჩანიშნული. ეს პირველი მიტინგი იქნება, მას შემდეგ, რაც აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელება დაიწყო, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლოს ამგვარი მიტინგი აშშ-ის პრეზიდენტმა მარტში ჩაატარა.

„დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა ტალსაში მიტინგზე ბილეთების შესაძენად განაცხადი გამოაგზავნა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ულტრამემარცხენე ყალბი მედია ცდილობს მისი საარჩევნო შტაბი გააკრიტიკოს დიდი მიტინგების ჩატარების გამო, თუმცა „დემოკრატების“ მმართველობაში არსებული ქალაქების ამბოხებულებისა და მაროდიორების მიერ განადგურებისას კორონავირუსთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია“.