Yonhap: ჩრდილოეთ კორეამ თავის ტერიტორიაზე ორ კორეას შორის კავშირის ოფისი ააფეთქა

Yonhap: ჩრდილოეთ კორეამ თავის ტერიტორიაზე ორ კორეას შორის კავშირის ოფისი ააფეთქა

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ თავის ტერიტორიაზე ორ კორეას შორის კავშირის ოფისი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

„ადგილობრივი დროით 14:49 საათზე ჩრდილოეთ კორეამ კესონში ორ კორეას შორის კავშირის ოფისის აფეთქება განახორციელა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობა შეწყვიტა.

ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ ორ კორეას შორის კავშირის ოფისში თიშავს საკომუნიკაციო ხაზებს, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებსა და სამხედროებს შორის მოქმედ საკომუნიკაციო ხაზებს.