პორტლენდში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თომას ჯეფერსონის ძეგლი ჩამოაგდეს

პორტლენდში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თომას ჯეფერსონის ძეგლი ჩამოაგდეს

აშშ-ში ქალაქ პორტლენდში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის ძეგლი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CBS-ი ავრცელებს.

აღნიშნული მონუმენტი თომას ჯეფერსონის სახელობის სკოლის შესასვლელთან იდგა. ვანდალებმა ძეგლზე ასევე დატოვეს წარწერა „მონათმფლობელი“.

CBS-ის ინფორმაციით, ორეგონის შტატში ეს უკვე რიგით მესამე ძეგლია, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დააზიანეს.

თომას ჯეფერსონი აშშ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამაა. 1776 წელს ის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის მთავარი ავტორი გახდა, ასევე უფლებების შესახებ ბილის შედგენაში მონაწილეობდა. 1790-1793 წლებში ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო. 1797-1801 წლებში აშშ-ის მეორე ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1801 წელს აშშ-ის მესამე პრეზიდენტად აირჩიეს.

აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები პოლიციის მიერ ფერადკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ისტორიული მოღვაწეების არა ერთი ძეგლი დააზიანეს.