ნიუ-იორკში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ნიუ-იორკში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ნიუ-იორკში, ბრონქსის რაიონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ABS 7NY იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი პარკში მოხდა, სადაც ახალგაზრდები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ. მათ ცეცხლი ორმა უცნობმა კაცმა ავტომანქანიდან გაუხსნა. შედეგად, 19 წლის აფროამერიკელი გოგონა დაიღუპა, კიდევ 3 მოზარდი კი დაშავდა.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.