გუშინ ბრიტანული გამოცემა „The Sun”-ის ჟურნალისტი გამოჩენილ მუსიკოსს, სერ პოლ მაკარტნის ესაუბრა და მისი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა.
აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წელს სერ პოლი 17.7 მილიონი დოლარით გამდიდრდა. წინა კვირას მუსიკოსმა 2012 წელი შეაჯამა. მისი საბანკო ანგარიში ზემოთდასახელებული თანხით გაიზარდა.
ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მსოფლიო ტურნე დაასრულა, რომელიც მეტად წარმატებული გამოდგა.
2012 წლის დასაწყისში მაკარტნიმ მორიგი სტუდიური ჩანაწერი „Kissing The Bottom” გამოუშვა. მიმდინარე წლის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ამ მიზეზის გამო ამ დისკის მიერ მოტანილ შემოსავალს მუსიკოსი ოდნავ მოგვიანებით დაითვლის.