ფლორიდაში 100-ობით ადამიანი Walmart-ში შეიჭრა და 100,000 დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი მოიპარა

ფლორიდაში 100-ობით ადამიანი Walmart-ში შეიჭრა და 100,000 დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი მოიპარა

სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს 100-ობით ადამიანი, რომლებიც ფლორიდას Walmart-ში შეიჭრნენ და $100,000-ზე მეტის ღირებულების საქონელი მოიპარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CBSnews ავრცელებს.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.