"ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი... რაღაც წესრიგში არ არის" - ვინ არის თურქი ბინალი ჩამქოზი, რომლის დაჯგუფების წევრები ბათუმში დააკავეს

2 ივ­ნისს, ბა­თუ­მის ცენ­ტრში და­კა­ვე­ბუ­ლი თურ­ქე­თის 9 მო­ქა­ლა­ქის საქ­მეს, რო­მელ­თაც წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­დეს, "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო" ადევს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვის, ტა­რე­ბი­სა და დამ­ზა­დე­ბის მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

თუმ­ცა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ძი­ე­ბას ბრა­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ნა­წილ­ში არ წა­რუდ­გე­ნი­ათ. მი­სი­ვე თქმით, ტე­რო­რიზ­მი გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე ხელი მო­ა­წე­რი­ნეს, რის გა­მოც, სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.

შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია, რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ბა­თუმ­ში, ან რა­ტომ მო­უ­წი­ათ უკა­ნო­ნოდ სა­ზღვრის კვე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

"ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი... რაღაც წესრიგში არ არის" - ვინ არის თურქი ბინალი ჩამქოზი, რომლის დაჯგუფების წევრები ბათუმში დააკავეს

2 ივ­ნისს, ბა­თუ­მის ცენ­ტრში და­კა­ვე­ბუ­ლი თურ­ქე­თის 9 მო­ქა­ლა­ქის საქ­მეს, რო­მელ­თაც წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­დეს, "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო" ადევს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვის, ტა­რე­ბი­სა და დამ­ზა­დე­ბის მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

თუმ­ცა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ძი­ე­ბას ბრა­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ნა­წილ­ში არ წა­რუდ­გე­ნი­ათ. მი­სი­ვე თქმით, ტე­რო­რიზ­მი გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე ხელი მო­ა­წე­რი­ნეს, რის გა­მოც, სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.

შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია,რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ბა­თუმ­ში, ან რა­ტომ მო­უ­წი­ათ უკა­ნო­ნოდ სა­ზღვრის კვე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, "და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა ჩა­ი­შა­ლა.

შე­კი­თხვა­ზე, ჰქონ­დათ თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლებს სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლის­გან სახ­ლი ნა­ქი­რა­ვე­ბი, პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ისა­უბ­რებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია თურ­ქეთ­ში მოქ­მე­დი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის 9 წევ­რი, რო­მელ­თა ლი­დე­რი ბი­ნა­ლი ჩამ­ქო­ზია. თა­ვად ლი­დე­რის და­კა­ვე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვინ სა­უბ­რობს. სა­სა­მარ­თლო­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც არ უხ­სე­ნე­ბია ბი­ნა­ლი ჩამ­ქო­ზი, თუმ­ცა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ის ჩვენს ქვე­ყა­ნას აფა­რებს თავს.

მის დაჯ­გუ­ფე­ბას ბრა­ლად იზ­მი­რის ვიცე-მე­რის აფეთ­ქე­ბა და მისი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მან ეს საქ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან და­გეგ­მა, 12 იან­ვარს აფეთ­ქე­ბა სცა­დეს და ამის შემ­დეგ თურქ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ექ­ცნენ.

Katana . resonancedaily.com სისტემატურად რომ ახალტურებს ასე - გასაგებია, მაგრამ თქვენთანაც არავინ კითხულობს, რას დებთ? ვერ ხედავთ, რომ პირველი, მეორე და მესამე აბზაცები, ერთი წინადადების შემდეგ, ისევ თავიდან ბოლომდე რომ მეორდება?!
3 წლის უკან
Maverick Katana, გეთანხმები და კიდევ ინფორმაციები ზერელე და აბდაუბდაა, კერძოდ მესამე პირი, ადვოკატი რატომ არის ინკოგნიტო არსება და როგორი სანდოა მისი ლაი-ლაი?!
3 წლის უკან
Katana . ეგა თქვი!..
3 წლის უკან