NBA-ს ჩემპიონი სტივენ ჯეკსონი, რომელიც პოლიციელების მოკლული ჯორჯ ფლოიდის მეგობარი იყო, პირობას დებს, რომ დონალდ ტრამპს თეთრი სახლიდან გააძევებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას clutchpoints ავრცელებს.
„გპირდები, რომ ნოემბერში თეთრ სახლში აღარ იქნები. შენ გადაგირჩევენ. ჩვენ მოვალთ და თეთრი სახლიდან გაგაგდებთ. ამას გააკეთებს 18 ქვეყანა და ამერიკის 50 შტატი, სადაც საპროტესტო აქციები იმართება. შენ აღარ იქნები თეთრ სახლში,“- განაცხადა კალათბურთელმა.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.