რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ კანიე უესტსა და კიმ კარდაშიანს გახშირებული უთანხმოებების გამო საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა ნაწილში უწევთ ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეებში, კიმმა მეუღლეს დაბადების დღე თბილი პოსტით მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს სიყვარული სამარადისოა, ბოლო საათებში გავრცელებულმა ინფორმაციამ ოჯახური იდილიის რეალური საფრთხეები გაამხილა.
როგორც ინსაიდერი ამბობს, კიმ კარდაშიანი გრძნობს რომ მისი ოჯახი დანგრევის პირასაა და ამის თავიდან ასარიდებლად გარკვეული ნაბიჯის გადადგმაც სურს.
სავარაუდოდ, ის დროებით მეუღლის სახლს დატოვებს, რათა ამით ურთიერთობის გადაფასების საშუალება მიეცეთ.