ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი მილიარდერი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Forbes ავრცელებს.
35 წლის პორტუგალიელი სპორტის ისტორიაში მესამე მილიარდერი გახდა. მანამდე ამ სიაში ამერიკელი მოკრივე, ფლოიდ მეივეზერი და მისი თანამემამულე გოლფის მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი მოხვდნენ.
რონალდუს 17-წლიანი კარიერის განმავლობაში ხელფასის სახით 650 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული, დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა სპონსორული შეთანხმების შედეგად მიიღო.
მხოლოდ გასულ სეზონში კრიშტიანუმ 105 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
რეიტინგის შედგენისას, „ფორბსი“ ითვალისწინებს სპორტსმენის მიერ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ხერხით გამომუშავებულ თანხას - ხელფასი, სპონსორობა, სარეკლამო კონტრაქტები და სხვა.