მექსიკელ პოლიტიკოსს, 66 წლის სენატორ მართა ლუსია მიჩერ კამარენას Zoom-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და წელს ზემოთ გაშიშვლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ავრცელებს.
მიჩერის თქმით, მომხდარის შესახებ მან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც კოლეგებმა მას პირადი შეტყობინებები გაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.
სენატორმა კონფერენციის ყველა მონაწილეს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ქცევის წესები უნებლიეთ დაარღვია. ამასთან ერთად, მართა ლუსია მიჩერ კამარენამ აღნიშნა, რომ ამის გამო სოციალურ ქსელებში ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
„არ მრცხვენია, რომ შემთხვევით წელს ზემოთ შიშველი გამოვჩნდი. მე 66 წლის ქალი ვარ, რომელმაც 4 შვილი გაზარდა. მიყვარს ჩემი სხეული და ვზრუნავ მასზე“, - აღნიშნა მექსიკელმა პოლიტიკოსმა.