მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ტურნირი, ფორმულა 1 ავსტრიის გრან პრით 5 ივლისს განახლდება, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
ზუსტად შვიდ დღეში ავსტრიაში კიდევ ერთი რბოლა გაიმართება, თვის უკანასკნელ შეჯიბრს კი 19 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს.
ამასთან, აგვისტოში დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთსა და ბელგიაში ოთხი ეტაპია დაგეგმილი, 2020 წელს კი 6 სექტემბერს იტალიის გრან პრი დაასრულებს.
წლევანდელი სეზონი 15 მარტს მელბურნის გრან პრით უნდა დაწყებულიყო, თუმცა ავსტრალიასა და კიდევ ცხრა ქვეყანაში გასამართი რბოლები კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.