ამერიკელმა მომღერალმა რიანამ ქალის თეთრეულის თავისი ბრენდის, Savage x Fenty-ის ახალი კოლექცია წარადგინა.
მომღერლის ფოტოები Instagram-ზე გამოქვეყნდა.
ბრენდ Savage x Fenty-ს რიანა ამერიკულ კომპანია TechStyle Fashion Group-თან ერთად ფლობს. გასული წლის ივნისში გამოცემა Forbes-მა რიანა მუსიკის სამყაროში ყველაზე მდიდარ ქალად დაასახელა.