„შეუსრულებელი მისია 7-ის“ გადაღებები 2020 წლის სექტემბერში განახლდება. ამის შესახებ Variety მსახიობ საიმონ პეგზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, გადამღები ჯგუფი კორონავირუსის პრევენციისთვის უსაფრთხოების ყველა წესს დაიცავს. გადამღები ჯგუფის წევრები ვირუსზე ტესტირებასაც ჩაიტარებენ.
ფილმის გადაღება ბრიტანეთში და იტალიაში განხორციელდება. გადაღების პროცესის დასრულება 2021 წლის მაისში იგეგმება. კინო ფილმის პრემიერა კი 2021 წლის 19 ნოემბერს გაიმართება. ხოლო ფილმის მე-8 ნაწილი 2022 წლის 4 ნოემბერს გამოვა.
25 თებერვალს ვენეციაში კორონავირუსის გამო „შეუსრულებელი მისიის“ გადაღება შეჩერდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.