რეჟისორი ჯეიმს კემერონი და პროდიუსერი ჯონ ლანდაუ ახალ ზელანდიაში ჩავიდნენ, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული „ავატარის“ სიქველის გადაღებები განახლდება. თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგ ფოტო Instagram-ზე ლანდაუმ გამოაქვეყნა.
იმის მიუხედავად, რომ საზღვრები ოფიციალურად ჩაკეტილია, გადასაღებ ჯგუფს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს, რადგან პროექტს ახალი ზელანდიისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.
„ავატარი 2-ის“ პრემიერა 2021 წლის 21 დეკემბერს უნდა შედგეს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: კეიტ უინსლეტი, ედი ფალკო, უნა ჩაპლინი და მიშელ იეო.