​მია ვეფხვაძე გიორგი რურუაზე: ამომიწყვიტა ოჯახი, მომიკლა ძმა და მანამდე შვილი მოაკვლევინა დაქირავებულ მკვლელს

​მია ვეფხვაძე გიორგი რურუაზე: ამომიწყვიტა ოჯახი, მომიკლა ძმა და მანამდე შვილი მოაკვლევინა დაქირავებულ მკვლელს

ვეფხვაძეების ოჯახი გიორგი რურუას გათავისუფლებას ეწინააღმდეგება. „ქრონიკა“ 27 წლის წინ მოკლული ზაზა ვეფხვაძის დას, მიას ესაუბრა, რომელიც რურუას კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში მისი ოჯახი თავს უფრო დაუცველად იგრძნობს, რადგან მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.

„​ამომიწყვიტა ოჯახი, მომიკლა ძმა და მანამდე შვილი მოაკვლევინა დაქირავებულ მკვლელს, რომელიც მომიგზავნა. რამდენიმე დღის წინ ჩემთან სახლში მოვიდა ერთ-ერთი წევრი მაგ „ვერის საძმოდან“, ჩამომიღო კარი და რომ გავედი მქონდა ძალიან დიდი შეტაკება, უკვე სახლში მივარდებიან. მე მაქვს შიში“, - ამბობს ვეფხვაძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რურუასთან დაკავშირებული კიდევ ერთი, თორაძეების მკვლელობის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისთვის საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა.