მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა.
ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში, „დიუსელდორფთან“ შესრულებული დუბლით ის გახდა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი, რომელმაც უმაღლესი ლიგის ერთ სეზონში ბურთი ყველა გუნდს გაუტანა.
ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში უკვე 29 გოლი დაუგროვდა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში "ლაციოს" ფორვარდს ჩირო იმობილეს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 27 ბურთია. იმ შემთხვევაში ლ, თუ დარჩენილ ხუთ ტურში პოლონელი მინიმუმ 11 ბურთს გაიტანს, ლეგენდარული გერდ მიულერის მიღწევას გაიმეორებს, რომელმაც ბუნდესლიგის ერთ სეზონში 70-იან წლებში 40 გოლი გაიტანა.