ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი ცოლი ჯგუფ Spice Girls ყოფილი წევრი ვიქტორია საიდუმლო გვირაბის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ Express წერს.
გამოცემის ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად გვირაბიდან ექსტრემალური ვითარების დროს გაიქცევა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახშირებული კრიმინალი გახდა. კერძოდ, ახლახანს „ტოტენჰემის“ფეხბურთელის დელე ალის სახლი გაძარცვეს.
გამოცემის ცნობით, ბექჰემების საიდუმლო გვირაბი მათ $6,2 მილიონად ღირებულ სახლს ავტოფარეხთან დააკავშირებს. ასეთი კორიდორი სახლში უკვე არის, რომელიც ღვინის მარანს უკავშირდება.