„ბარსელონამ” სელექციის სამსახურის თანამშრომელთა ნახევარი გაათავისუფლა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური სირთულეებია.
პარალელურად კი, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იმედგაცრუებულია ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერებით და სელექციონერების სამსახურიდან გაშვებაც ამას უკავშირდება.
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს „ბარსელონა“ ორქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა, ჩემპიონთა ლიგაში კი გუნდს აგვისტოში „ნაპოლისთან“ მერვედფინალის საპასუხო მატჩი ელოდება. „სან პაოლოზე” ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.