ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის დახმარება გაცემულია 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის დახმარება გაცემულია 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს

ამ ეტაპისთვის ჩვენ დახმარება უკვე გაცემული გვაქვს 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი. ეს თანხობრივი მოცულობით შეადგენს, 14 000 000 ლარზე მეტს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტროს 31 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა და მათზე 15 000 000 ლარი გაიცა.

„მონაცემების დამუშავება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, კომისია, განიხილავს დამატებით შემოსულ საბუთებს, 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება დოკუმენტაციის მიღება, რომელსაც კომისია ეტაპობრივად განიხილავს და შესაბამისად მოხდება ეტაპობრივი გადარიცხვები. რაც შეეხება დაგვიანებებს, მოცულობა იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, დიდია და შესაბამისად, კომისიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ დახმარება იყოს დროული და შეუფერხებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.