მეუფე გერასიმე: ჩემი პოზიცია იქნება ის, რა გადაწყვეტილებასაც სინოდი მიიღებს

მეუფე გერასიმე: ჩემი პოზიცია იქნება ის, რა გადაწყვეტილებასაც სინოდი მიიღებს

ჩემი პოზიცია იქნება ის, რა გადაწყვეტილებასაც სინოდი მიიღებს - ასე გამოეხმაურა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს.

„შეიკრიბება სინოდი და მას შემდეგ გაიგებთ სინოდის გადაწყვეტილებას, რადგან სინოდზე განსახილველი საკითხები მის დაწყებამდე არ საჯაროვდება, ამიტომ ვერ გავაჟღერებ, რა საკითხებზე ვიმსჯელებთ და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩემი პოზიციაც იქნება ის, რა გადაწყვეტილებასაც სინოდი მიიღებს“, - განაცხადა მეუფემ გერასიმემ.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშიებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, საზეიმო წირვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოჭანეს დედათა მონასტერში აღავლინა. მეუფემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას დღევანდელი დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უდიდესი არის ღვაწლი წმინდა ნინოსი, მისი თავდადება, რამეთუ თუ არა ღვთის დიდი წყალობა, ყოვლადღვთისმშობლის მფარველობა, რთული იქნებოდა ამ მისიის აღსრულება. იმ გზას გავდივართ ჩვენ, რაც წმინდა ნინომ გაგვიკვალა და თითოეული ჩვენგანი ხარობს, რადგან ამ გზით დავდივართ, - აღნიშნა ქადაგებისას მეუფემ.