პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი აცხადებენ, რომ გამოცემა Tatler-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, - ამის შესახებ ინფორმაციაც Daily Mail ავრცელებს.
მიზეზი ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებული სტატია გახდა, სახელწოდებით „ეკატერინე დიდი“, რომელშიც კემბრიჯის ჰერცოგენიაზეა საუბარი.
სტატიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის ტიტულზე თქვეს უარი, ქეითს ახალი პასუხისმგებლობები დაატყდა თავს, რის გამოც ის ნერვიული აშლილობის ზღვარზეა.
პუბლიკაციაში ასევერ ქეითისა და სასექსის ყოფილი ჰერცოგინიას ცუდ ურთიერთობაზეა საუბარი.
კენსინგტონის სასახლე გავრცელებულ ინფორმაციას ქეით მიდლტონის სტრესული მდგომარეობის შესახებ არ ადასტურებს.