სამეფო ოჯახმა კარანტინის გამოცხადების შემდეგ პირველად ელისაბედ II-ის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოებზე გამოსახულია 94 წლის მონარქი, რომელიც უინძორების სასახლეში პონით სეირნობს.
როგორც BBC წერს, დედოფალი მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად იზოლაციის პერიოდს სწორედ უინძორების სასახლეში ატარებს.
დედოფლის ბოლო საჯარო ფოტო 19 მარტს გავრცელდა, როდესაც ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლეს ტოვებდა.