მომღერალმა ლედი გაგამ აშშ-ის პრეზიენტს, დონალდ ტრამპს სულელი და რასისტი უწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამისის მიზეზი მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლეობა გახდა. მომღერალი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა შემქნილი ვითარების განსამუხტად არაფერი გააკეთა.
„ძალიან იმედგაცრიებული ვარ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო. შავკანიანი ადამიანებს ხმა დიდი ხანია ჩახშობილი იყო და უკვე ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ეს სიჩუმე მომაკვდინებელია. რაც არ უნდა გააკეთონ პროტესტის ნიშნად, ლიდერები, რომლებმაც უნდა დაიცვან, მათ მიმართ თანაგრძნობას არ გამოხატავენ. მაშინ როცა შავკანიანებს კლავენ, რასისტ ტრამპს არაფერი უჩვენებია უვიცობისა და ცრურწმენის გარდა. ის რასიზმით გაჟღენთილ სისტემას აძლიერებს, ყველანი ვხედავთ რა ხდება. ცვლილებების დროა“, - წერს გაგა სოციალურ ქსელში.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.