კაცი კერძო თვითმფრინავით, სარიდან, უელსში გაფრინდა და შემთხვევით სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.
სამეფო საჰაერო ძალების ბაზა სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო.
თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, კაცმა რამდენჯერმე სცადა საჰაერო ბაზასთან დაკავშირება ადგილთან მიახლოებისას, თუმცა უშედეგოდ. ყველაფრის მიუხედავად მან სარემონტო სამუშაოების გამო დახურულ ტრასაზე დაშვება მაინც განახორციელა.
სახანძრო ეკიპაჟის განმართებით, ფრენისას კაცს პრობლემები შეექმნა, ამის შემდეგ სამხედრო პოლიცია ეწვია მფრინავს, რომ გაერკვიათ თუ რა მოხდა, ხოლო კაცმა კი განუმარტა, რომ ის უელსში „სანაპიროზე გასასვლელად“ გაემგზავრა.