პარიზში ლუვრის მუზეუმი 6 ივლისიდან გაიხსნება

პარიზში ლუვრის მუზეუმი 6 ივლისიდან გაიხსნება

პარიზში, ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის 6 ივლისს გაიხსნება, ამის შესახებ nationalpost მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მუზეუმში ვიზიტორების უსაფრთხოებას უზრუნველყოფა ახალი სისტემით მოხდება. დაიცავენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ზომებს და ვიზიტორები ბილეთს წინასწარ დაჯავშნიან.

საფრანგეთის მთავრობის დადგენილებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, ქვეყანაში მუზეუმები და ძეგლები 2 ივნისიდან გაიხსნება.

საფრანგეთში მარტში, კორონავირუსის პრევენციისთვის მუზეუმები დაიხურა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.