ინგლისის პრემიერ-ლიგა 17 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ დღეს ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
BBC-ის ინფორმაციით. ოთხშაბათს, 17 ივნისს ორი გადადებული შეხვედრა, „ასტონ ვილა“ - „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ - „არსენალი“ შედგება.
შაბათს, 20 ივნისს კი ტურნირი ჩვეული გრაფიკით განახლდება და გუნდები 30-ე ტურის მატჩებს გამართავენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა ინგლისის წლევანდელი ჩემპიონატი 2 აგვისტოს დამთავრდება. სეზონს კი 8 აგვისტოს, ქვეყნის ასოციაციის თასის ფინალი დაასრულებს.
29 ტურის შემდეგ გათამაშებას 82 ქულით „ლივერპული“ ლიდერობს და „მანჩესტერ სიტის“, რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს გამართული, 25 ქულით უსწრებს.