5

5 "თავდასხმა" მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ლოს-ანჯელესის საცხოვრებელზე; წყვილმა პოლიციას მიმართა

38 წლის მეგან მარკლისა და 35 წლის პრინცი ჰარის საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის მთავარი მიზანი სამეფო ოჯახის ვალდებულებებისა და ურიცხვი პაპარაცებისა თუ ფოტოგრაფებისგან თავის არიდება იყო, თუმცაღა როგორც ჩანს მათ სიმშვიდეს ვერც ლოს-ანჯელესში მიაღწიეს.

რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ წყვილს არა მხოლოდ სახლის გარშემო შეკრებილი პაპარაცები უქმნიან დისკომფორტს, არამედ ისინი დრონების შეტევის მსხვერპლნიც გახდნენ. The Daily Beast -ის ცნობით 9 მაისიდან ასეთი ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

იმის გამო, რომ პაპარაცები ყველანაირი მეთოდით ცდილობენ ექსკლუზივის მოპოვებას, წყვილმა პოლიციას მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გატარდება თუ არა აღმკვეთი ღონისძიებები.