Grimes-ის სასცენო სახელის მქონე პოპულარული მომღერალი, რომელსაც კარგად იცნობენ ინდი-პოპის მოყვარულები, საზოგადოებას მორიგი გადაწყვეტილებით აკვირვებს. გოგონამ, რომელიც ერთი თვეც არ არის, რაც დედა გახდა, გადაწყვიტა ჩვეულ საქმიანობებს დაბრუნებოდა და პირველი გამოფენის მოწყობა გადაწყვიტა, სადაც მისი პირადი ნამუშევრები იქნება გამოფენილი.
თუმცა გარდა ნახატებისა და ფოტოებისა, მსურველს შეუძლია მისი არც მეტი, არც ნაკლები - სულიც შეიძინოს, რადგან საკუთარი სულის ნაწილის მფლობელობისთვის გრაიმსმა უკვე მოამზადა ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს გადაეცემა.
სულის ნაწილის საწყისი ფასი 10 მილიონი დოლარია.