Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

ჟურნალ Playboy-ს ყოფილი მოდელი ანამარია პროდანი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს, - ამის შესახებ გამოცემა Brinkwire იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსმოდელმა არჩევანი რუმინულ „ჰერმანშტადტზე“ შეაჩერა, რომელსაც მწვავე ფინანსური კრიზისი აქვს.

სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ პროდანი საფეხბურთო აგენტი გახდა.

2016 წელს მან ბუქარესტის „სტიაუადან“, „ანდერლეხტში“ ნიკოლაე სტანჩუს ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ განახორციელა, რაც რუმინული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.