გიორგი შერმადინმა „იბეროსტარ ტენერიფესთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.
ახალ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი დღეს მოაწერეს, რის შემდეგაც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ქართველმა კალათბურთელმა მცირე ინტერვიუ მისცა.
შერმადინმა განაცხადა, რომ კანარის კუნძულების გუნდში დარჩენით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და იქიდან გამომდინარე, რომ არაჩვეულებრივი მწვრთნელი და თანაგუნდელები ყავს, „ტენერიფესთან” ერთად ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
წლევანდელი სეზონი 31 წლის ქართველი კალათბურთელისთვის საუკეთესოა - შერმადინი მატჩში საშუალოდ 18.3 ქულას აგროვებდა.