კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის მიერ ურთიერთობის კვლავ აღდგენის მიუხედავად, არ წყდება საუბარი მათ ძველ ისტორიებზეც, რომელშიც ამჯერად ბარბადოსელი მომღერალი - რიანა ფიგურირებს. როგორც ცნობილია, 2015 წელს ცნობილი ვარსკვლავებს რომანი ჰქონდათ, თუმცაღა ეს საჯაროდ არასდროს უღიარებიათ.
ახლა კი, როგორც Throwing Fits-ის წამყვანი იხსნებს, 2015 წელს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია წყვილის რომანის შესახებ დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რადგან რიანას 2009 წელს კრის ბრაუნთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, აღარ სურდა პირადი ცხოვრება გაესაჯაროებინა.
როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტს ტრევის სკოტმა სთხოვა ამის შესახებ ინფორმაცია არ გაესაჯაროებინათ და დეტალებმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გაჟონა.