ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კალათბურთელმა, „კლივლენდ კავალიერსის“ ცენტრმა ანდრე დრამონდმა ფლორიდის ერთ-ერთი რესტორანში მიმტანს „ჩაის“ სახით 1000 დოლარი დაუტოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რესტორნის Instagram-ზე გავრცელდა.
„ანგარიში 160 დოლარი იყო, თუმცა დრამონდმა 1000 დოლარი დამიტოვა. ბედნიერებისგან ვიტირე, როცა თანხა დავინახე. არ მინდოდა ყურადღების მიქცევა, მაგრამ ამავე დროს მინდოდა, მეჩვენებინა, თუ რაოდენ მადლობელი ვარ. ძალიან კარგია, რომ ასეთ რთულ დროსაც კი ადამიანები სიკეთეს იჩენენ“, - აცხადებს მიმტანი კასანდრა დიასი.
აღსანიშნავია, რომ რესტორნის მენეჯერმა დიასს ნება დართო, თანხა სრულად წაეღო, ვინაიდან კალათბურთელმა 1000 დოლარი პირადად მას, გაწეული მომსახურებისთვის დაუტოვა.