კოსმოსში გადაღებული პირველი ფილმის რეჟისორი დაგ ლაიმანი გახდება. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროექტში მთავარ როლს ტომ კრუზი შეასრულებს, ფილმის გადაღებები ილონ მასკის და NASA-ს მხარდაჭერით გაიმართება. სურათის სიუჟეტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
დაგ ლაიმანი ისეთი პოპულარული სურათების რეჟისორია, როგორებიცაა „მისტერ და მისის სმიტი“, „ბორნის იდენტიფიკაცია“ და „ტელეპორტი“.
ინფორმაცია კოსმოსში პირველი ფილმის გადაღების შესახებ მაისის დასაწყისში გავრცელდა. პროექტში მონაწილეობამ NASA-მ დაადასტურა.