გამოცემა „Rolling Stones”-ის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფის „Guns’N’Roses” წევრები ამ დღეებში საგასტროლო ტურნეში ინდოეთში იმყოფებიან.
მუსიკოსებმა ამ ქვეყანაში სამი კონცერტი ჩაატარეს. როდესაც აქსელ როუზმა და მისმა კოლეგებმა რავი შანკარის გარდაცვალება შეიტყვეს, საგასტროლო ტურნეს კიდევ ერთი, წინასწარ დაუგეგმავი ღონისძიება დაუმატეს.
ეს კონცერტი ინდოელი მუსიკოსის ხსოვნას მიეძღვნა და ქალაქ დელისთან ახლოს მდებარე გურგაონეს დასახლებაში გაიმართა.
კონცერტის დაწყების წინ ჯგუფის წევრებმა და მაყურებლებმა რავი შანკარის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი სცეს.
„ინდოეთში გამოსვლები უკვე დასრულებული გვქონდა, როდესაც ეს შემზარავი ინფორმაცია შევიტყვეთ. შანკარი ჩვენი საუკუნის უდიდესი მუსიკოსი გახლდათ.
ინდოეთს ისე ვერ დავტოვებდით, მისი ხსოვნისთვის შესაბამისი პატივი რომ არ მიგვეგო. ჯგუფის წევრებმა დამატებითი კონცერტის ჩატარება გადავწყვიტეთ და ის მთლიანად შანკარის მივუძღვენით.“ - განაცხადა აქსელ როუზმა.