მექსიკაში, ქალაქ კორდოვას ზოოპარკის ბინადარ ამერიკულ პუმებს პამდემია და კარანტინი დაარქვეს. ამის შესახებ euronews წერს.
პუმები 2020 წლის 20 მარტს დაიბადნენ. და მათ კორონავირუსის პანდემიის ფონზე სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი სახელები დაარქვეს. მათთან ერთად ვოლიერშია ვეფხვი კოვიდი.
ვეტერინარი კიტისია როდრიგესი ამბობს, რომ ზოოპარკის თანამშრომლებს სურთ შეახსენონ ადამინებს იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც ვირუსთან დაკავშირებით უნდა აიღონ.
პუმები მექსიკის ზოოპარკში 2015 წლიდან, მას შემდეგ ბინადრობენ, რაც ცხოველების ცირკის წარმოდგენებში გამოსვლა კანონით აიკრძალა.