გამოცემა Oriental Daily News ჩინეთის ქალაქ უხანში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს.
სტატია ძაღლს ეძღვნება, რომელსაც პატრონის ერთგულების გამო „განძი“ შეარქვეს. როდესაც კოვიდინფიცირებული ხანდაზმული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, ძაღლი მას გაჰყვა.
პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ძაღლი კი პატრონს 3 თვის განმავლობაში ელოდა. აპრილში კლინიკის სუპერმარკეტის გამყიდველმა აღმოაჩინა, რომ ოთხფეხა მეგობარი არსად წასულა და პატრონს ბოლომდე უერთგულა. ძაღლს საავადმყოფოს პერსონალი კვებავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.