გიორგი გახარიამ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს პანდემიის დროს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა ლუგარის ცენტრს და მის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ეს ხალხი 24 საათის განმავლობაში შრომობს. მექნება კიდევ შესაძლებლობა მოვყვე რას აკეთებს ეს ხალხი იმისთვის, რომ 1 ინფიცირებულის ასობით კავშირი გამოავლინონ, მერე ამ ადამიანებთან მივიდნენ, ამ ადამიანებთან იმუშაონ, ეს ადამიანები დაარწმუნონ, რომ საჭიროა მათი ტესტირება და კიდევ ბევრი რამ არიას გასაკეთებელი. არ შეგვეშალოს ის კიდევ თუ რას ნიშნავს 75 ტესტიდან დღეში საშუალოდ 2500 ტესტის რაოდენობაზე ასვლა“, - განაცხადა გახარიამ.