გიორგი გახარია: მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემა ჩვენთვის არ არსებობს

გიორგი გახარია: მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემა ჩვენთვის არ არსებობს

ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით არის უაღრესად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა დაიწყო.

„ჩემთვის პატივია დღეს მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომდღეს ჩვენი სურვილით, მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ. მინდა, დავიწყო იმით, რომ ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი მოქალაქეებისა და პარლამენტის წინაშე, აგრეთვე, იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, შეუძლებელი იყო, რომ სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, დღეს ყველაზე აქტუალური, მიუხედავად ყველაფრისა კითხვები გლობალურ პანდემიას ეხება და მთავრობა მზად არის ისაუბროს ამ თემაზე.

მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე, პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემა ჩვენთვის არ არსებობს,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.