გია ვოლსკი პრემიერის მოსმენისას ოპოზიციის მხრიდან „ცირკის დადგმის მცდელობას“ ელოდება

გია ვოლსკი პრემიერის მოსმენისას ოპოზიციის მხრიდან „ცირკის დადგმის მცდელობას“ ელოდება

პოლიტიკური ცირკის დადგმის მცდელობაც არის მოსალოდნელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს ელოდებიან.

დეპუტატი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკითხების უკიდურეს პოლიტიზებას ელოდება.

"მთავარი კითხვა ორიენტირებულია სამომავლო გეგმებზე, ხედვაზე თუ როგორ შეიძლება ამ პირობებში თავი დავიცვათ და რასაკვირველია, გვექნება კითხვა, რომელიც პანდემიამდეც იყო მუდმივად, ეს არის სიღარიბის თემა, რომელიც საკმაოდ სერიოზულად არის გაუარესებული, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა. არ არის აუცილებელი, რომ ვინმეს მივაკუთვნოთ ამ შეკითხვების დასმის ექსკლუზიური ვალდებულება - უმრავლესობა დასვამს ამ შეკითხვას, თუ უმცირესობა, მნიშვნელობა არ აქვს. მე მაინც ვფიქრობ, უნდა ველოდოთ ამ პროცესის უკიდურეს პოლიტიზირებას და როგორც ვამბობთ ხოლმე, პოლიტიკური ცირკის დადგმის მცდელობაც არის მოსალოდნელი. კარგი იქნება, რომ საქმიანად მივიყვანოთ ეს დღე ბილომდე," - განაცხადა გია ვოლსკიმ.