საკალათბურთო ევროლიგის 2019-20 წლების სეზონი ოფიციალურად ჩაშლილად გამოცხადდა. წელს არც ერთი ევროტურნირი აღარ გაიმართება.
ევროლიგის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სამომავლოდ, ტურნირის სტრუქტურაში არანაირი ცვლილება არ იქნება და 2020-21 წლის სეზონი კვლავ 18-გუნდიანი ლიგით დაბრუნდება.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კლუბების კაპიტნებთან და მოთამაშეებთან ვიდეო-კონფერენცია შედგა, სადაც გამოიკვეთა, რომ გუნდები სეზონის შეწყვეტას ემხრობოდნენ.