გიორგი გახარია: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს, აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს უდიდესი რწმენით, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას

გიორგი გახარია: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს, აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს უდიდესი რწმენით, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას

უდიდესი პატივია, გვქონდეს საშუალება, ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

„102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია.

თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი, უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას“, – განაცხადა პრემიერმა.

ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი ესწრებიან.