ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს.
28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს 5 წლის შვილის თვალწინ ცოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.
მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სიმართლეს სასამართლო დაამტკიცებს.
„კვირას ის 100 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა, თუ დანაშაული დაუმტკიცდება, ციხეში სამ წელს გაატარებს. წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს გაიმართება“, - წერს ბრიტანული მედია.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.