შალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ კრიტიკის „ცუდად საუბრად" შერაცხვა არის, სწორედაც, საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია გერმანიის ელჩის მხრიდან, ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე თავდასხმები შეწყდეს.

„კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის, სწორედაც, საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.

ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს,” - წერს პაპუაშვილი.