პეტერ ფიშერი მზია ამაღლობელზე: გერმანიაში რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია, მაგრამ ის უკვე ოთხი თვეა, დაკავებულია. აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა

პეტერ ფიშერი მზია ამაღლობელზე: გერმანიაში რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია, მაგრამ ის უკვე ოთხი თვეა, დაკავებულია. აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა

საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ პოლიციელისთვის ხელის დარტყმა გერმანიაში დაუშვებელია.

„გერმანიაში რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია, მაგრამ ის [მზია ამაღლობელი] უკვე ოთხი თვეა, დაკავებულია. აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება? შესაძლოა, ის, რაც გააკეთა, ამ ოთხთვიანი პატიმრობით უკვე დაფარულია”, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

გერმანიის ელჩი, ასევე, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები, დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრნენ. მმართველი გუნდი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ელჩების დასწრებას სასამართლოზე ზეწოლად განიხილავს.

მზია ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.